თეგებით ძიება

დაპირისპირება პარლამენტში - ანრი ოხანაშვილმა ლევან ნატროშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მოადგილეს, ლევან ნატროშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან ლევან ნატროშვილს რამდენჯერმე მოუწოდა, მისი განცხადებების შეფასების ნაცვლად, საკითხის მომხსენებლისთვის კითხვა დაესვა.

„რისთვის ხართ აქ მოსული? ჩემს შესაფასებლად თუ შეკითხვის დასასმელად? დასვით შეკითხვა, თუ გინდათ გაისეირნეთ და შემდეგ დასვით ეს კითხვა. ჩვენს შესაფასებლად არ ხართ მოსული. თქვენი გადაწყვეტილება ვისი, რა მოგწონთ მიიღეთ საარჩევნო ურნასთან, ანუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭერთ მხარს და რომელს - არა. შეკითხვა დასვით მომხსენებელთან, თუ არ დასვამთ შეკითხვას, ჩამოგართმევთ. გაბრძანდით დარბაზიდან, მოქცევას, როცა ისწავლით, მაშინ შემოხვალთ!“ , - აღნიშნა ოხანაშვილმა.

„ძალიან ვწუხვარ, თქვენგან კონსტრუქციული, პროფესიული დისკუსიის ნაცვლად, ფაქტობრივად, ვისმენთ დატუქსვას“, - განაცხადა ნატროშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა