საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნა
საქართველოში დანიის საელჩო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დანიის სამეფოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება კარგად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ დინამიკას, რომელიც წლების მანძილზე ვითარდებოდა და მიაღწია თავის ყველაზე აქტიურ ფაზას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ რეზიდენტი საელჩო კიდევ უფრო გააძლიერებს დანიის კვალს რეგიონში და ჩვენს თანამშრომლობას არსებითად ახალ დონეზე აიყვანს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო მეტ დანიას საქართველოში მისი წარმოუდგენელი ღირებულებების, საუკეთესო პრაქტიკისა და მდიდარი კულტურის მეშვეობით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
„ჩვენ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოსნაირი დემოკრატიული და წარმატებული პარტნიორის ყოლა ჩვენივე ინტერესებშია. საელჩოს გახსნით, დანია კიდევ ერთ მკაფიო სიგნალს უგზავნის ქართველ ხალხს იმის შესახებ, რომ ჩვენი მხარდაჭერა თქვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართ, ურყევია. მიხარია, რომ აქ ისტორიული მომენტის დროს ვართ, როდესაც საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს არის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან, როგორც არასდროს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ყველას დაგვანახა, რომ მშვიდობა და თავისუფლება მყიფეა და დაცული უნდა იყოს. მან აჩვენა, რომ ჩვენ, ვისაც გვჯერა ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უფლებების, უნდა ვიყოთ უფრო განუყრელი, ვიდრე ოდესმე.“-განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.