შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 მაისს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება.
12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსაც შეუწყდებათ.
11:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, გალავანი, ბიწმენდი, ჭილაანთკარი, საგურამო, შანკევანი.
12:00-დან 13:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, წითლიანა, წინა და უკანა მხარი, ჯუღისი, ზენუბანი, ვეშაგურნი, ხამუშა და მიმდებარე სოფლებში.
14:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში: ახატანი, ჭოპორტი, შინდიანა, ბიწმენდი.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში