თეგებით ძიება

წყალი 14 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

16 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N51-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

"აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 მაისს, საღამოს 22:00 საათიდან 17 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - მოსკოვის გამზირს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას, ქინძმარაულის ქუჩას, ჩიხს და I-II შესახვევებს, ბაბუციძის, ოცხელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგთა, დოდაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, წულაძის, ჩოხელის, ნარგიზის, ლერწმის, მანავის, საექიმოს, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, არტურ ლაისტის, მარჯორი უორდროპის, ჰოსპიტალის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, იუნკერთა, თეთრი წყაროს და ნადირაშვილის ქუჩებს; ნავთლუღის ქუჩა N10; რუსთავის გზატკეცილის ნაწილს, გორგასლის ქუჩა N50-52; გარდაბნის გზატკეცილს, წმინდა ბარბარეს და სამრეწველოს დასახლებებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა