თეგებით ძიება

თუ ამას არ აკეთებთ, ქმარი სხვაგან გაიხედავს - შალვა ამონაშვილი დედებს მიმართავს

​აკადემიკოსმა, შალვა ამონაშვილმა მშობლებს მიმართა და მათ ურჩია, რომ კეთილშობილი შვილების აღზრდისთვის საკუთარი სულის სარკეში ხშირად ჩაიხედონ.

"ბავშვი რომ კეთილშობილი და დიდსულოვანი გავზარდოთ, თავსაც შევხედოთ. სულის სარკეც არსებობს, გარდა იმისა, რომ სახე დაინახო, ჩაიხედო. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა დედებო, თქვენ ხომ ლამაზი ქალბატონები ბრძანდებით.  40 წლისა თუ ხართ, ეს ხომ ახალგაზრდობაა. რა ლამაზ ადამიანებს ხედავთ, ალბათ, სარკეში თქვენი სახით.

არის მეორე სარკეც სულისა. სულის სარკეში ჩახედვა არ გვიყვარს ხოლმე რატომღაც. სულის სარკეში რომ ჩაიხედო, დღიური უნდა დაწერო ხანდახან, უნდა ილოცო და ღმერთს ის სთხოვო, რაშიც გეშლება. ყველაფერი კი არ სთხოვო ღმერთს. ჩამოუთვალე: „მეშლება ქმართან ურთიერთობაში, ცოლთან ურთიერთობაში, დედამთილთან, მამამთილთან ურთიერთობაში, მეზობელი გადავრიე, შვილი მტრად მიხდება, ამაში მეშლება. ან დღიური დაწერე, ან დღეში 10 წუთი მაინც მონახე სადღაც, რომ მიიმალო, არავინ არ იყოს და იფიქრო, ვინ ვარ მე შვილებისთვის, ასეთი დედა უნდათ? ასეთი ბებია უნდათ? ასეთი პაპა უნდათ? ჩემს ქმარს ასეთი ცოლი უნდა? ჩემს ცოლს ასეთი ქმარი უნდა? ეს კითხვა არ უნდა გაგვიჩნდეს?

ვინც ამას აკეთებს, მომილოცავს! თქვენ გამარჯვებული ადამიანები ხართ. თუ ამას არ აკეთებთ, ფეხს წამოჰკრავთ ხანდახან. ქმარი სხვაგან გაიხედავს, თქვენც რაღაც არ მოგეწონებათ, ოჯახი წკიპზე შედგება, შვილი განგიდგება. ასეთი რაღაცები ხდება მერე,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ "ამონაშვილის აკადემია“


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა