უკრაინაში 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს - მედია
უკრაინაში ქრთამის აღების ფაქტზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
ინფორმაციას უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიურო ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია 3 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე.
კნიაზევის დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა უზენაესი სასამართლოს 18 წევრის ოფისებში და სახლებში. შექმნილი სიტუაციის გამო 16 მაისს უკრაინის უზენაესი სასამართლოს რიგგარეშე პლენუმი ჩატარდება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქრთამს ბიზნესმენ კონსტანტინე ჟევაგოს სასარგებლოდ გადაწყვეტილების სანაცვლოდ იღებდა.