დამნაშავეების პატიმრობის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან, სპეკულაციაა - ირაკლი კობახიძე ნიკა გვარამიაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, კობახიძე აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან, სპეკულაციაა.
"ასეთები ცით, რომ არიან კონკრეტული ევროპარლამენტარები, სხვა უცხოელები, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ვიღაცეები ცდილობენ ხელოვნური ბარიერები შეუქმნან კანდიდატის სტატუსის მიღებას, სწორედ ამას ემსახურება ის განცხადებები, რომელიც კეთდება როგორც სააკაშვილთან, ასევე გვარამიასთან, კეზერაშვილთან და სხვებთან დაკავშირებით. რეალურად, დამნაშავეების პატიმრობის დაკავშირება კანდიდატის სტატუსთან, არის უბრალოდ სპეკულაცია", - ამბობს კობახიძე.