თეგებით ძიება

საცოდავი კაცია ბერძენიშვილი, მენტალური პრობლემები აქვს - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი "საცოდავი კაცია".

მისი თქმით, ბერძენიშვილს მენტალური პრობლემები აქვს.

"ჯერ მემგონი არც არავის უჩვენებია ეს ოცი კაცი ხომ?! რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენ და ისე იღიმებოდნენო, რაღაც სისულელე თქვა, თვალებიდან ამოიკითხა ეტყობა მათი ღიმილი. თან ღიმილი როგორი იყო ისიც დააკონკრეტა, მარტივი სპეკულაციაა. თავისი პრობლემები აქვს ამ კაცს და მემგონი ჯობია, რომ საკუთარ პრობლემებს მიხედოს. სერიოზული პრობლემა აქვს, მისი მთავარი პრობლემა არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ ის ყოველთვის დავალებებს ასრულებს, ის იღებს დაკვეთებს, ის არის უცხოელი აგენტი, იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს მათ შორის ჩვენ ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, ილია ჭავჭავაძეზე რა ილაპარაკა გახსოვთ, აკაკი წერეთელზე რა ილაპარაკა გახსოვთ, ასევე რა ილაპარაკა დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე ეს ყველაფერი გახსოვთ ხომ?! ასევე, თქვენ მოისმინეთ რა ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილზე, ცილისწამების მთელი კასკადი, სამარცხვინო ცილისწამების კასკადი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის, როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასხმას ცდილობს, აწმყოზე რომ იგივეს აკეთებს, ეს რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის. 

საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი. ამას აქვს ორი მიზეზი, ერთი, ეს არის მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ის რომ, ის მუდმივად ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს", - თქვა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა