თეგებით ძიება

"ფეხებზე მკიდია" რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს - დიმიტრი ხუნდაძე

"ფეხებზე მკიდია" რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ქართველი და ყველგან, სადაც საჭირო იქნება და როგორც იქნება საჭირო, ისე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხისთვის ნათქვამი სიმართლე ხელისუფლების რეიტინგს ზრდის, ანუ ნათელია, რომ სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს.

„დღეს ბევრი ცდილობს, რომ თანამედროვე პოლიტიკა გახადოს პროზაული ხალხისთვის. შექმნან ცრუ, მაგრამ ხატოვანი მოლოდინები, ფერადი განწყობები და ამ ლირიკაში დამალონ მთავარი სათქმელი. ზღაპარი კარგად იკითხება, მაგრამ რეალობა არ არის. რეალობა მომავალში ხშირად ისტორიის მძიმე წასაკითხი ფურცელია, რომელიც ყურს ისე სასიამოვნოდ არ ხვდება, როგორც ზღაპრული ეპიზოდები. არც პოლიტიკაა მხატვრული ლიტერატურა რომ წაიკითხო, დატკბე და ისიამოვნო. პოლიტიკა ხშირად უხეში, რთული პროცესებია, რომელიც შეიძლება იმ დროს მიუღებლად მოგეჩვენოს, საბოლოოდ კი შესაძლოა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდეს. საქართველოს დღევანდელი რეალობა სწორედ ამას ჰგავს. ბევრი პოლიტიკური მეზღაპრე ჰყავს დღეს ქვეყანას, რომლის მიზანიც ხალხის ფსიქოლოგიური გაბრუება და არარეალობაში წარმოჩენაა. სოკრატე პოლიტიკოსებს ურჩევდა, დაანახეთ ხალხს რეალობა და ხალხი თავად დაგეხმარებათ ქვეყნის მართვაშიო.

ოპოზიცია ხალხს სიმართლეს უმალავს და მათივე მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებითაც, მათი რეიტინგი კრიტიკულ მინიმუმამდეა დასული. სამაგიეროდ, ხალხისთვის ნათქვამი სიმართლე ხელისუფლების რეიტინგს ზრდის, ანუ აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სიმართლეს ალტერნატივა არ აქვს. მოძრაობა „ხალხის ძალა“ სწორედ ამ პრინციპით დაფუძნდა და მიუხედავად იმისა, რომ მარტის დღეების მთელმა სიმწვავემ, ძირითადად, ჩვენზე გადაიარა, პრინციპებს არ ვღალატობთ და პოლიტიკურ მოღვაწეობას მხოლოდ სიმართლის თქმით ვაპირებთ“,- განაცხადა ხუნდაძემ.

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში აღარ იძებნება. ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც ევროკავშირის შავ სიაში არ არის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა