თეგებით ძიება

ცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას - გურამ მაჭარაშვილი

უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერ ერთი, ეს არ ყოფილა საქართველოს გადაწყვეტილება. მეორე – რუსეთმა ეს ოთხი წლის წინ გააკეთა სანქცირების სახით და დღეს დამოუკიდებლად გადაწყვიტა, მოეხსნა სანქციები. მემგონი, ახლა შეშფოთებას უნდა იწვევდეს ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოში, რომელთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, იქნება ეს ჩვენი პარტნიორები, თუ ნებისმიერი ინსტიტუცია, თავად უნდა ზრუნავდნენ და კარგი იქნება, რომ გაიყვანოს ჯარები, ეს საკმარისი არ არის. 20 და 25 წელი რომ ამას ამბობ, კარგი იქნება, ჯარები გაიყვანოს, ამ განცხადებაზე არავის გაჰყავს ჯარები, ამიტომ ნუ გახდებიან უფრო მეტი რომის პაპები, ვიდრე არიან ქართველები.

ქართველებზე მეტად საქართველო არავის უყვარს, ჩვენს მოქალაქეებს კომფორტი ექნებათ ამ გადაწყვეტილებით, ახლა ევროპელებმა და ზოგადად, უცხოელებმა თავი დაანებონ ჭკუის სწავლებას, თუ რამე დახმარება შეუძლიათ, პირდაპირი ფრენები თვითონ დააწესონ. მაგალითად, ამერიკამ ვიზა მოხსნას და პირდაპირი ფრენა დააწესოს რუსეთის ჯინაზე, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება. პასუხი გვითხრას შეერთებულმა შტატებმა, ჩვენი პარტნიორი ხომაა, რუსეთის ჯინაზე დააწესოს უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი ფრენები, ძალიან მოხარული ვიქნებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო. ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში აღარ იძებნება. ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც ევროკავშირის შავ სიაში არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა