თეგებით ძიება

Facebook-ზე მეგობრობის თხოვნები ავტომატურად იგზავნებოდა? - Meta სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოყვა, რომ „ფეისბუქზე", სხვის პროფილზე გადასვლისას მეგობრობის თხოვნები ავტომატურად იგზავნებოდა. 

ცნობილია, რომ ამ პლატფორმაზე ადამიანებს არ შეუძლიათ ვიზიტორთა ნახვა და ამას ვერც მესამე მხარის აპლიკაციები უზრუნველყოფს. რაც შეეხება ზემოხსენებულ ხარვეზს, როგორც მოგვიანებით კომპანიამ განმარტა, ის ქსელის განახლებული ვერსიის გაშვებას უკავშირდებოდა.

„გავასწორეთ ხარვეზი, რომელიც აპლიკაციის განახლებული ვერსიის გამოშვებას უკავშირდებოდა და მეგობრობის თხოვნების შეცდომით დაგზავნა გამოიწვია. ბოდიშს ვიხდით გაუგებრობისთვის, რომელიც გამოვიწვიეთ“, — განაცხადა Meta-მ.

მარკ ცუკერგბერგის თქმით, კომპანიის მთავარ პრიორიტეტად კვლავ მეტავერსში ინვესტიცია რჩება.

„განვითარდა ნარატივი, რომ ჩვენ ვშორდებით მეტავერსიულ ხედვაზე ფოკუსირებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენ წლების განმავლობაში ვაკეთებთ აქცენტს როგორც AI-ზე, ასევე მეტავერსზე და სამომავლოდაც ორივეზე მუშაობას განვაგრძობთ. ახლა კი შემდეგი თაობის სამომხმარებლო ვირტუალური და შერეული რეალობის მოწყობილობის გასაშვებად ვემზადებით“. - განაცხადა ცუკერგბერგმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა