თეგებით ძიება

მოლდოვა და აშშ 18 მაისს "ღია ცის" შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

მოლდოვა და ამერიკის შეერთებული შტატები "ღია ცის" შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს გახდის შესაძლებელს. 

კიშინიოვში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს, 18 მაისს, მენეჯმენტისა და რესურსების საკითხში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა მოაწერენ.

"ღია ცის შეთანხმება სიმბოლოა ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის ლიბერალიზაციის. ერთად ჩვენ გავაძლიერებთ ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს," - წერს საელჩო. 

შეთანხმების ძალაში შესვლა შექმნის წინაპირობებს კიშიონივსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების დასაწყებად. იგი ხელს შეუწყობს მოლდოვაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნასა და კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების მიმართულებების დივერსიფიცირებას.

მეორეს მხრივ, საელჩო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებას პოზიტიური გავლენა ექნება ორი ქვეყნის დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობაზე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა