თეგებით ძიება

"წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

მისი თქმით, მას წინა კვირას სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები ჰქონდა.

"წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც „ვივამედში“ გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.

წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.

არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება.

შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო“, - წერს სააკაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა