თეგებით ძიება

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის უკან საპროტესტო აქცია - „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. 

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ გარდამტეხ მომენტში, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია, რუსეთთან ფრენების აღდგენა გაუმართლებელი ნაბიჯია. 

ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები აღადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა