თეგებით ძიება

გაკვირვებული ვართ საქართველოს ქმედებებით, კრემლი აღფრთოვანებულია - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა გაკვირვებულია საქართველოს ქმედებებით, რომელიც დათანხმდა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, მიუხედავად საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციისა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომისა. ნიკოლენკოს კომენტარს უკრაინული მედია აქვეყნებს.

"და ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დაუსჯელად აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. კრემლი აშკარად აღფრთოვანებული იქნება ასეთი შედეგით", - თქვა ნიკოლენკომ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა