ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნის ყოველი დღე ამ ქვეყნის სირცხვილია – ნინო ჯანგირაშვილი
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას 1-წლიან პატიმრობას ეხმაურება.
“ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნის ყოველი დღე არის ამ ქვეყნის სირცხვილი“ – განაცხადა ჯანგირაშვილმა უზენაეს სასამართლოსთან გამართულ აქციაზე.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან დღეს 1 წელი გავიდა.