„ეს არის ტოტალიტარიზმი, სხვა კი არაფერი“ - რას წერს თინა ხიდაშელი?
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება ფილოლოგ, ლევან ბერძენიშვილის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და წერს.
„სრულიად უნაძირლესი, უბინძურესი და იმავდროულად ძალიან საშიში კამპანია დაიწყო ივანიშვილმა ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ. და აი ვისაც არ გაწუხებთ იმიტომ რომ ან არ გიყვართ, ან არ მოგწონთ, ან არ ეთანხმებით ლევანს იცოდეთ რომ იმას რასაც უყურებთ არაფერი აქვს საეთო შინაარსთან, მოწონება-არ მოწონებასთან.
როცა ბრბოს დაგეშავენ, თქვენს გაფილტრულ ტექსტებს არავინ წაიკითხავს, ყველას წაგლეკავენ!
ეს არის ტოტალიტარიზმი, სხვა კი არაფერი“, - წერს ხიდაშელი.