„ბიჭო რეებს უბერავთ?! ასეთი სიმართლით აპირებთ ბრძოლას?!“ - ვის მიმართავს შალვა ხაჭაპურიძე?
ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე სოციალური ქსელის მეშვეობით, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართავს.
„ბიჭო რეებს უბერავთ?!
სად ისკო დასენი და ქოლცენტრი?!
სად ფორექსი და სად ქოლცენტრი?!
ჩაჩი დასენი კიდე სულ სხვა საქმეზე მისცეს პასუხისგებაში და თან ფულის გათეთრებაში გამართლდა!
(ამ საქმის ადვოკატი ვარ)
ასეთი სიმართლით აპირებთ ბრძოლას?!!!“ - წერს ხაჭაპურიძე.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძის თქმით, “ქოლცენტრების” თაღლითური სქემის კვალი ქართულ ოცნებამდე მიდის. ვაშაძე ამტკიცებს, რომ უკანონო ბიზნესს, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ისკო დასენის ოჯახი ფლობს.