"გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი, დილა უთენია" - რას წერს ახლობელი ქარელში დაღუპულ პოლიციელებზე?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნატალია კახიაშვილი ქარელში ავარიის დროს დაღუპულ პოლიციების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"საშინელი დილა გაუთენდა დღეს ჩემს მშობლიურ სოფელს, გამწარებული დედის საშინელმა კივილმა შეძრა სოფელი, დილა უთენია, პირი გააღო საშინელმა ბნელმა სიკვდილმა და ორი ახალგაზრდა შეიწირა, ორივე კარგი ბიჭი.
ჩვენი ვანო, კეთილგულა ბიჭი იყო, მამაჩემის ნათლული, უბოროტო და ალალი, დიდი სხეულით დაქონდა ესოდენ დიდი გული. მშვიდი, უწყინარი და კარგი მეგობარი იყო, ერთად დავდიოდით მათემატიკის წრეზე და მისი ფარული იუმორი ხასიათს მიკეთებდა ყოველთვის. ალალი ბიჭი იყო ვანო. გაიზარდა, უმაღლესი დაამთავრა და საპატრულოში დაიწყო მუშაობა, ბოლო პატრულირება მისთვის მძიმე და საბედისწერო აღმოჩნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთმა მთვრალმა მძღოლმა იმსხვერპლა ჩვენი ვანო და მისი მეწყვილე. კიდევ ერთმა არადამიანმა, ჩემს მეზობელ სოფელსაც შავი მეხი დაატეხა თავს, იქაც მიასვენეს ვანოს მეწყვილე, იქაც დედის კივილმა შეძრა სოფელი, ვტირით და ვგლოვობთ ჩვენს ბიჭებს, ვიღაც კი ამ დროს ისევ უჯდება ნასვამი საჭეს და ისევ მორიგ მსხვერპლს აქცევს გვამად,.....უბედური დღე გათენდა ჩემს სოფელში, ჩემი პატარა სკოლის ზარი დღეს არ დაირეკება, ყველა ვგლოვობთ ვანოს, ჩვენს კეთილგულა ბიჭს...." - წერს ნატალია კახიაშვილი.
შეგახსენებთ, ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი: 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.