თეგებით ძიება

„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული, 6 პირის საქმეს „გრიფით საიდუმლო" დაედო

ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული 6 პირის საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედო.

„ეს საქმე დღეს დამეწერა, დაკავებულებიდან 4 პირს ვიცავ, მათ ჯერჯერობით არ შევხვედრილვარ, შესაბამისად, პოზიციებიც არ ვიცი. როგორც გამომძიებლისგანაა ჩემთვის ცნობილი, საქმეს „გრიფით საიდუმლო“ დაედო. თუმცა, ზოგჯერ, ბრალის წარდგენის დროს ხსნიან „გრიფით საიდუმლოს“, ზოგჯერ, ბოლომდე რჩება", - აცხადებს ადვოკატი,  იოსებ ნატროშვილი.

გამომძიებლისგან ასე ვიცი, რომ ბრალი დღეს, დღის მეორე ნახევარში უნდა წარუდგინონ.

ცნობისთვის, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა