მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ სირიაში ნანგრევებიდან ცოცხალი კაცი ამოიყვანეს
სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ ნანგრევებიდან ცოცხალი კაცი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას NextaLive ავრცელებს.
კაცს წონა აქვს დაკლებული, ის ამჟამად რეანიმაციაში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
როგორ მოახერხა კაცმა გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია, მას, სავარაუდოდ საკვები და წყალი ჰქონდა.
შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთში 50 500, ხოლო სირიაში 8 400 ადამიანი დაიღუპა.