დასავლეთი ცდილობს, რუსეთის უახლოესი მოკავშირეები ძალიან არაკომფორტულ პოზიციაში დააყენოს - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთის უახლოესი მოკავშირეების „ძალიან არაკომფორტულ პოზიციაში“ დაყენებას ცდილობს.
"დასავლეთი მეთოდურად და ცინიკურად ითხოვს, რომ ქვეყნებმა თავი შეიკავონ მისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისგან. დასავლეთი ცდილობს, რუსეთის უახლოესი მოკავშირეები ძალიან არაკომფორტულ პოზიციაში დააყენოს და ეს მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევას ნიშნავს“, - განაცხადა ლავროვმა.