თეგებით ძიება

ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 7000 წლის წინ აშენებული გზა აღმოაჩინეს - რა ინფორმაცია ვრცელდება?

ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე 7000 წლის წინ აშენებული გზა აღმოაჩინეს.

საოცარი აღმოჩენა ზღვაში ჩაძირულ ნეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლ სოლინეზე გაკეთდა; გზის ნაშთები შეიძლება დაკავშირებული იყოს ჰვარის კულტურის უძველეს დასახლებასთან, რომელიც ამჟამად იზოლირებულ კუნძულ კორჩულაზე იყო გაშენებული.

უძველესი არქეოლოგიური ძეგლი სოლინე, რომელიც ერთ დროს ხელოვნური კუნძული ყოფილა, 2021 წელს აღმოაჩინა ხორვატიის ზადარის უნივერსიტეტის არქეოლოგმა მატე პარიცამ, როდესაც ის კუნძულ კორჩულას გარშემო წყლების თანამგზავრულ ფოტოებს სწავლობდა.

მას შემდეგ, რაც მან ზღვის ფსკერზე რაღაც ისეთი შენიშნა, რაც ადამიანის ნახელავს ჰგავდა, პარიცა და მისი კოლეგები კვლევისათვის წყალქვეშ ჩავიდნენ.

ადრიატიკის ზღვაში, 4-5 მეტრის სიღრმეზე, მათ ქვის კედელი იპოვეს, რომელიც შეიძლება, ერთ დროს უძველესი დასახლების ნაწილი ყოფილიყო. მიწის მასა, რომელზეც ის იყო აშენებული, ძირითადი კუნძულისგან ხმელეთის ვიწრო ზოლით იყო გამოყოფილი.

„საბედნიერო ის არის, რომ ეს ტერიტორია, ხმელთაშუა ზღვის უმეტესი ნაწილისგან განსხვავებით, დიდი ტალღებისგან დაცულია, რადგან სანაპიროს მრავალი კუნძული იცავს. აშკარად ეს დაეხმარა ამ ძეგლს, რომ ბუნებრივი განადგურებას გადარჩენოდა“, — ამბობდა პარიცა 2021 წელს.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა