როგორ დავძლიოთ ძილიანობა? - 5 რჩევა
როგორ დავძლიოთ ძილიანობა? - ნახეთ, 5 რჩევა.
დაიცავით ძილის რეჟიმი
ყოველდღიურად დაიძინეთ ერთსა და იმავე დროს. დიახ, შაბათ-კვირასაც. ეს დაგეხმარებათ მარტივად გაიღვიძოთ და არ იგრძნოთ დაღლილობა.
საკმარის წყალს სვამთ?
ზაფხულის სეზონზე დაღლილობის შეგრძნება, გაუწყლოების ერთ-ერთი ნიშანია. დაღლილობისა და ენერგიის ნაკლებობა კი, ძილიანობის წინაპირობა. დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად, დღის განმავლობაში, აუცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.
მოერიდეთ მძიმე საკვებს
დაკვირვებიხართ, რომ ჭამის შემდეგ, ძილიანობა ჩვეული მოვლენაა? მსუბუქი მოდუნება ნორმალურია, მაგრამ თუ ძალიან გეძინებათ, ამაზე პასუხისმგებელი მძიმე საკვებია. თუ თქვენი საკვები ცილებით და ნახშირწყლებითაა მდიდარი, მაშინ მისი მიღების შემდეგ აუცილებლად გაგიჭირდებათ სიფხიზლის შენარჩუნება. ამიტომ, მიიღეთ მსუბუქი საკვები და მოერიდეთ ზედმეტ ჭამას.
გამაგრილებელი სასმელები
მოერიდეთ კოფეინიან სასმელებს და ალკოჰოლს. სასმელ წყალთან ერთად, დალიეთ გამაგრილებელი სასმელები, როგორიცაა ლიმონათი. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი სასმელი, ნაკლებ შაქარს შეიცავდეს. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა საპირისპირო შედეგი მიიღოთ.
და ბოლოს - მოერიდეთ მზეს
ძალიან ძნელია ფხიზლად ყოფნა, როცა მზე ძალიან აცხუნებს. გაუწყოება, დაღლილობა, ძილიანობა - ეს სიტყვები მზეზე დიდხანს ყოფნის შედეგია. ამიტომ, ნუ გახვალთ მზეზე დღის საათებში. სეირნობისთვის კი, დილა ან საღამო აირჩიეთ!