თეგებით ძიება

2-მა კაცმა მონაზონი გააუპატიურა - რამდენი წელი მიუსაჯა სასამართლომ საზარელი საქმის ბრალდებულებს?

გასული წლის ნოემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს, რომლებმაც ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კი, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა