ბახმუტის მიმართულებით თითქმის 20 კვ/კმ გავათავისუფლეთ - უკრაინის თავდაცვა
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის 20 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
"ბოლო დღეებში გავათავისუფლეთ გარეუბანში თითქმის 20 კვადრატული კილომეტრი. გვაქვს პროგრესი ზოგიერთ სფეროში. სასტიკი ბრძოლებია თავად ბახმუტში. მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.