თეგებით ძიება

„გადაწყდა, რომ 2024 წლის არჩევნებში პარტიის ლოგო იქნება ხოხობი“ - რას წერს რომან გოცირიძე?

დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ხოხბები მოაშენა, მის საამებლად სანქცირებულმა მოსამართლე მურუსიძემ, რესტორანში შეზარხოშებული ლექსი წარმოთქვა. ეს ლირიკული გადახვევა არ გამოჰპარვია არც “ქართულ ოცნებას” და არც იმ ბრძენ კაცს. გადაწყდა, რომ მომავალი, 2024 წლის არჩევნებში პარტიის ლოგო იქნება ხოხობი, ხოლო პროგრამის ეპიგრაფი-გიორგი ლეონიძის ლექსი ალაზნის ხოხობზე. 

საარჩევნო პროგრამის სახელი იქნება “ მე მირჩევნია ერთი ხოხობი”.

“სოლომონის განძს,

კრეზის სიმდიდრეს,

ლეგენდად ოქროს,

ლალს მობრდღვიალეს,

მე მირჩევნია

ერთი ხოხობი,

ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს”.

დაე, იხოხბოს “ქართულმა ოცნებამ”! - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა