თეგებით ძიება

ეკა კვესიტაძეს "რუსთავი 2"-ის სასარგებლოდ 12 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა - რას წერს ჟურნალისტი?

"მთა­ვა­რი არ­ხის" წამ­ყვა­ნი, ჟურნალისტი, ეკა კვე­სი­ტა­ძე წერს, რომ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­სარ­გებ­ლოდ 12 000 ლა­რის ჯა­რი­მის გა­დახ­და და­ა­კის­რა.

"მოკ­ლედ, ასე­თი ამ­ბა­ვია. დღეს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს კო­ლე­გი­ის სამ­მა მო­სა­მარ­თლემ - ოთარ სი­ჭი­ნა­ვამ, გოჩა ჯე­ი­რა­ნაშ­ვილ­მა და ლაშა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ - კი­დევ ერთი უკი­დუ­რე­სად სა­მარ­ცხვი­ნო და უტი­ფა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნეს და რუს­თა­ვი 2-ის სა­სარ­გებ­ლოდ 12 ათა­სი ლა­რის ჯა­რი­მა და­მა­კის­რეს მე, რო­მელ­საც 2019 წელს პა­ა­ტა სა­ლი­ამ სრუ­ლი­ად დის­კრი­მი­ნა­ცი­ულ სა­ფუძ­ველ­ზე არა­თუ ჩემი კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი არ გა­და­მი­ხა­და, არა­მედ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა 5 ჟურ­ნა­ლის­ტი და პრო­დი­უ­სე­რი იმ მო­ტი­ვით, რომ ჩვე­ნი მის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას არ ვე­თან­ხმე­ბო­დით.

ანუ "რუს­თა­ვი 2"- მა ხელ­ფა­სი არ მომ­ცა, სა­პენ­სიო ფონ­დი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჩემი კუთ­ვნი­ლი ფუ­ლიც კი მი­ით­ვი­სა, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­მაგ­დო და ერთი წლის თავ­ზე სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა სა­სა­მარ­თლო­ში, რომ მე ჩემი ნე­ბით წა­ვე­დი და კონ­ტრაქ­ტი ცალ­მხრი­ვად გავ­წყვი­ტე. ეს სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლომ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­უკ­მა­ყო­ფი­ლა. ამა­ზე დიდი უსა­მარ­თლო­ბა და უტიფ­რო­ბა იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს. მაგ­რამ მოვა დრო და ყვე­ლა აგებს პა­სუხს. ამ კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ძირ­გა­მომ­პა­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის­გან თუ არ გავ­თა­ვი­სუფ­ლდით, ასე­თი ტი­პის უსა­მარ­თლო­ბა ყვე­ლას შე­ე­ხე­ბა.

ეს უბ­რა­ლოდ და­სა­წყი­სია. ხვალ 11 სა­ათ­ზე ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას­თან ერ­თად პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გვექ­ნე­ბა. p.s. კო­მენ­ტა­რებ­ში ჩა­ვაგ­დებ სი­უ­ჟე­ტებს რო­გორ გვა­თა­ვი­სუფ­ლებს სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ლია და რო­გორ გა­ა­შუ­ქა მისი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დი­ამ" - წერს კვე­სი­ტა­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა