თეგებით ძიება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი გორელიშვილი დაუღუპა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „გურია თუდეი“ ავრცელებს.

"ლანჩხუთური ფესვების მქონე გიორგი გორელიშვილი რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. იგი ქალაქ ოდესაში ცხოვრობდა და უკრაინაში რუსების შეჭრის პირველი დღიდანვე იცავდა თავის მეორე სამშობლოს.

გიორგი ხშირად სტუმრობდა ლანჩხუთს, სოფელ მაჩხვარეთში ჰყავს ნათესავები. მისი მამა ნუგზარ გორელიშვილი აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა“, - წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში 45 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა