თეგებით ძიება

ლევან ხაბეიშვილი არ არის ავტორიტეტი, როდესაც ადამიანები ელემენტარულ რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, ქვეყანას კი არა ორ ბატს ვერ ჩააბარებ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას ემხაურება, რომელთაც მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.

მისი თქმით, ხელისუფლების კოზირი არის ოპოზიცია.

"ხაბეიშვილი არ არის ავტორიტეტი. მელია რომ ყოფილიყო თავმჯდომარე უბრალოდ ვერ გაბედავდნენ, მოერიდებოდათ, ცოტა მეტი დისციპლინა იქნებოდა. ხაბეიშვილმა ტრიბუნით სირბილის მეტი რა იცის?! მე დარწმუნებული ვარ, რომ ხაბეიშვილს ავტორიტეტად, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ თვლის. მით უმეტეს, ხაბეიშვილს კიდე უფროსები ყოფილა ორი, თუ სამი. როდესაც ადამიანები ელემენტარულ რაღაცაზე ვერ თანხმდებიან, ან თანხმდებიან და მერე შესრულება უჭირთ, ამათ ქვეყანას კი არა ორ ბატს ვერ ჩააბარებ“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა