თეგებით ძიება

"გარდაცვლილია 9 ადამიანი, ევაკუირებულია 10 000 მაცხოვრებელი" - რას წერს ემიგრანტი ჟურნალისტი?

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, იტალიის ერთ-ერთ რეგიონში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.

"იტალიის ერთ-ერთ რეგიონში, ემილია-რომანიაში, გამუდმებული წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ კატასტროფული მასშტაბი შეიძინა. 

არის მსხვერპლი. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 9 ადამიანი, ევაკუირებულია 10 000 მაცხოვრებელი. კალაპოტიდან გადმოსულია 23 მდინარე, ჩამოწვა 250 მეწყერი. 

ქალაქ რავენაში, წუხელ ახალი განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას მაღალ სართულებზე გადაადგილებისკენ მოუწოდეს.

მიჭირს კადრების ყურება. 

მშვიდობა იტალიას და მშვიდობა მსოფლიოს!", - წერს ემიგრანტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა