რუსეთის აგრესიას უკრაინაში 482 ბავშვი შეეწირა
18 მაისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინაში უკვე 482 ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 978 -ზე მეტი არასრულწლოვანი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:
დონეცკის რეგიონში - 459; ხარკოვის ოლქში - 277, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 70, ლუგანსკის ოლქში - 66, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 102, ზაპოროჟიეს ოლქში - 90, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 70.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.
შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.