ბარით შეიარაღებულმა კაცმა, ქუთაისის მერიის შუშები ჩაამსხვრია
თავდასხმა ქუთაისის მერიაზე, ბარით შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა. ის ადგილობრივ ხელისუფლებას და უწყებაში დასაქმებულებს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.
უცნობმა პირმა ბარით მერიის შენობის მინები ჩაამსხვრია.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მოქალაქე, სავარაუდოდ, მანამდე ხელისუფლების მხრიდან დახმარებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.