წავედით თბილისში, ვერ ჩავუსწარით, ბავშვი დედას ჩააკვდა ხელებში - რას ამბობს ოჯახის ახლობელი, გორში მომხდარ ტრაგედიაზე?
გორში 4 წლის თომა წიქარიძე, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსის გართულებებით დაიღუპა.
მცირეწლოვანის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პედიატრის არაკვალიფიციურობამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.
"როგორც ყოველთვის, გორმედში გულგრილად მიიღეს და წავედით თბილისში. ვერ ჩავუსწარით ბავშვს, დედას ჩააკვდა ხელებში. როცა მიხვალ და ერთი საათი სჭირდება იმას, რომ რეანომობილი მობილიზდეს, ან საერთოდ რამე გაკეთდეს. ბავშვს ჩუტყვავილა აქვს და ვერ შევიყვანთ ოთახში, სად ოთახში ვერ შევიყვანთ, გადასხმას ბავშვს ვერ გავუკეთებთ, ხომ შეიძლება მისაღებში გაუკეთო ბავშვს გადასხმა, სადმე, თუ შენ გულგრილი არ ხარ“, - ამბობს ოჯახის ნათესავი.
ცნობისთვის, შემთხვევა 17 მაისს მოხდა.