ტოჩინოშინმა კარიერა დაასრულა - VIDEO
ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია გვერდმა "სუმოს ქომაგებმა“ გაავრცელა
ლევან გორგაძემ "ნაცუ ბაშოზე“ დღევანდელი ბრძოლის დაწყებამდე გვერდის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ამირან ურუშაძეს განუცხადა, რომ ბრძოლის შემდეგ ის სუმოისტის კარიერას დაასრულებდა.
ტოჩინოშინის კარიერის საწყისი ეტაპები 2010 წლის მაისიდან თარიღდება, ოქროს პერიოდი კი 2018 წლის იანვარში ჰქონდა, როდესაც „ჰაცუ ბაშოზე“ 14:1-ზე ბალანსი დააფიქსირა და იმპერატორის თასს დაეუფლა. შედეგად, ლევან გორგაძემ სეკივაკეს წოდება დაიმსახურა, მომდევნო ბაშოზე კი 13:2-ზე ბალანსით, მან ოძეკის წოდება მოიპოვა, რაც სუმოს იერარქიაში რანგით მეორე წოდებაა.