თეგებით ძიება

უკრაინის კონტრშეტევაზე ყველა საუბარი დეზინფორმაციაა - ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევაზე ყველა საუბარი "დეზინფორმაციაა".

"ბევრი ახლა ამბობს: „კონტრშეტევა, კონტრშეტევა!“... ნებისმიერ ბრძოლაში დეზინფორმაცია ძალიან საშიშია. გაიხსენეთ კურსკის ბრძოლა, სტალინგრადის მახლობლად, როცა წარმატებით ვაცდიდით მტერს და მოვიგეთ ეს ბრძოლა.

მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს „კონტრშეტევა“ ყველაზე დიდი დეზინფორმაციაა. ჩემი გადმოსახედიდან „კონტრშეტევა“ არ არსებობს და არც შეიძლება იყოს. ეს უბრალოდ სიგიჟეა", - ამბობს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა