ჩვენი პრინციპი მარტივია, არცერთი ნაციონალი, არცერთ ორგანოში - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ არცერთი ნაციონალი არცერთ ორგანოში არ უნდა მუშაობდეს.
"როცა საუბარია 3/2-ზე, 4/1-ზე და ა.შ. ერთი პრინციპია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ადრე შეიძლება ცოტა კომპრომისებით ვეკიდებოდით, მაგალითად როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად და ა.შ. აღარ გავყვები. ჩვენი პრინციპი მარტივია - არცერთი ნაცი, არცერთ ორგანოში. ეს არის ჩვენი მარტივი პრინციპი და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ მომავალშიც", - განაცხადა კობახიძემ.