თეგებით ძიება

რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ, მათი ხელწერაა ბულინგი, ლიბერალური ფაშიზმი.

"მათაც ამოძრავებდათ იგივე ინტერესი, კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა ამის შემდეგ ჩაირთო ბულინგის კამპანია. იოსელიანმაც ისაუბრა, როდესაც აირჩიეს სახალხო დამცველის თანამდებობაზე იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც ხმას აძლევდნენ ოპოზიციიდან წარმოებდა ბულინგი. გუშინ გახდა საჯარო მთელი საზოგადოებისთვის, როგორ წარიმართებოდა კამპანია და ბულინგი იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ და მეორე – ბულინგი, ლიბერალური ფაშიზმი, ეს არის მათი ხელწერა. რაც შეეხება კენჭისყრის პროცედურას. რეგლამენტის თანახმად, გვევალება დღეს ჩავატაროთ ფორმალურად მაინც კენჭისყრა და ამის შემდეგ იმართება მესამე ტური, ორ კვირაში, შემდეგ პლენარულ სხდომებზე. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ამ პერიოდის განმავლობაში და იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში მოხერხდება ხუთივე საბჭოს წევრის არჩევა. კონსულტაციები იქნება ოთხი კანდიდატის გარშემო. ჩვენ შევთავაზებთ კიდევ ერთხელ ოპოზიციას, რომ ამ შემთხვევაში მაინც დაადასტურონ საკუთარი ერთგულება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის მიმართ. თუ ამას კიდევ ერთხელ არ აჩვენებენ, ამ შემთხვევაში საზოგადოება ნახავს, რა არის მათი რეალური განზრახვა. სინამდვილეში ძალიან მარტივად გაევლო ერთგვარი ზღვარი კონკრეტულ ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის გამოჩნდა, ვის სურს კანდიდატის სტატუსი და ვის არა“, – განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა