თეგებით ძიება

შუქი გაითიშება - ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" გაფრთხილება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. მიზეზად გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს 10:00-დან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, საგურამო, შანკევანი, ახალსოფელი, წინამძღვრიანთკარი, გალავანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი.

12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაგრანეთი, ზემო და ქვემო ნაქალაქარი, ორხევი, ყუდრო, დორეულები, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - აცხადებენ კომპანიაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა