თეგებით ძიება

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი 13 ივნისს განახლდება

მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი 13 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.

დღეს მისი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში, აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციაზე დააკავეს. მას სამართალდამცავთა მიმართ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის გამიზნულად სროლასა და პოლიციის მანქანისათვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა