თეგებით ძიება

თუ ექიმები იტყვიან, რომ შესაძლებელია სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ყველა იმ  მომსახურებას იღებს, რაც მას სჭირდება. როგორც ბრეგაძე განმარტავს, თუ ექიმები იტყვიან, რომ მისი კლინიკაში გადაყვანა შესაძლებელია, მოხდება გადაყვანა.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით. თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, „ვივამედში“, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის ციხეში გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა