„შეგნებულად არ ვდებდი ხოლმე ძველ ვიდეოებს, მიჭირს რომ ვუყურებ...“ - გიორგი სუხიტაშვილი
მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში, პაპამისთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „მარტოპაპას“ გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
„შარშან 18 მაისს ჩემი #მარტოპაპა წავიდა ამ ქვეყნიდან იმიერში.
ხო შეგნებულად არ ვდებდი ხოლმე ძველ ვიდეოებს, მიჭირს ჯერ რომ ვუყურებ.
ნელნელა გავიხსენებ ხოლმე თქვენთან ერთად.
დღევანდელი "ქართული საღამო", რომელიც ნეაპოლში გაიმართება, ჩემთვის, ჩუმად, მიეძღვნება მარტოპაპას“, - წერს სუხიტაშვილი.