ვახტანგ გომელაურმა და ვაჟა სირაძემ ავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს მიუსამძიმრეს
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ქარელში მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილი სამართალდამცავების ოჯახებს მიუსამძიმრეს.
დაღუპული პოლიციელების ოჯახებში გომელაური და სირაძე სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, ავარია ქარელში გუშინ მოხდა. ავარიის შედეგად პატრულის თანამშრომლები, ომარ ქარელი და ვანო ბასანიძე დაიღუპნენ.