თეგებით ძიება

რატომ არ შემოაქვთ ჩუტყვავილის ვაქცინა? - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრს, ქეთევან თურაზაშვილს ჩუტყვავილას აცრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა. თურაზაშვილმა მას ჰკითხა, რა პრობლემაა, რომ ჩუტყვავილის ვაქცინა არსებობდეს ქვეყანაში და ვისაც სურვილი აქვს, შეძლოს საკუთარი შვილის აცრა?

აზარაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ჩუტყვავილის ვაქცინის შემოტანას აზრი ჰქონდეს და ეფექტური იყოს, რისკჯგუფების 80% მაინც უნდა აიცრას. როგორც მინისტრი ამბობს, სხვა შემთხვევაში ვაქცინის შეძენას აზრი არ აქვს.

„ჩუტყვავილის ვაქცინა ჩვენი აცრების კალენდარში ოფიციალურად არცერთ წელს არ ყოფილა, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, არც ექსპერტთა ჯგუფის და საბჭოს რეკომენდაცია არ ყოფილა, რომ ეს შეგვეტანა კალენდარში. თუ რისკჯგუფების მინიმუმ 80% არ აიცრა, აზრი არ აქვს. ამიტომ იმდენად რთულია, რომ 80%-იანი მოცვა გქონდეს ქვეყნის მასშტაბით, არაეფექტურობამდე მივდივართ და აზრი ეკარგება ამ ვაქცინის შემოტანას. თუმცა ვაქცინის შემოტანა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ვიცით, რომ არაეფექტური იქნება და ის შედეგი არ ექნება, რაც გვინდა, აზრი არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა