თეგებით ძიება

„ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას“ - კლინიკა „გორმედი“ 4 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

გორში, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაცვლილი 4 წლის თომა წიქარიძის საქმესთან დაკავშირებით, კლინიკა „გორმედი" განცხადებას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, და რომ საზოგადოებას სრულიად გამჭვირვალედ მივაწოდებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველა ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის მშობლების დაჟინებული თხოვნით, პაციენტი გადაყვანილ იქნა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის სამინისტრომ მეყსეულად მოახერხა რეაგირება და ჩართო საქმეში სამედიცინო საქმიანობის "ხარისხისა და რეგულირების სააგენტო". კლინიკის ყოველი თანამშრომელი უწყვეტად და ღიად თანამშრომლობს შესაბამის კომისიასთან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სრული პასუხისმგებლობით და ღიად გავაკეთებთ განცხადებებს, რომ საზოგადოება ყველა ეტაპზე იყოს ინფორმირებული.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ მშობლებს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს...", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გორ­ში, 4 წლის მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ჩუ­ტყვა­ვი­ლა გახ­და. ბავ­შვის ოჯა­ხი ამ­ტკი­ცებს, რომ გორ­ში ექი­მე­ბი სა­კუ­თარ საქ­მეს გულ­გრი­ლად მო­ე­კიდ­ნენ, რაც ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მი­ზე­ზი გახ­და.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა