თეგებით ძიება

ბადრი ესებუას ძმებმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს - რა მოხდა სასამართლო პროცესზე?

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ძმებმა, ბიკენტი და ბიძინა ესებუებმა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

„მოწმეების, ბიკენტი და ბიძინა ესებუების დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო ობიექტურობა და სასამართლოს ჰქონოდა შესაძლებლობა ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა, თუმცა მათ არ ისურვეს ჩვენების მიცემა”, – განაცხადა ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს გამთენიისას დააკავეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა