თეგებით ძიება

პროკურატურამ ავარიის შედეგად 2 პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ავტოავარიის შედეგად ორი პატრულ-ინსპექტორის გარდაცვალების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

საქართველოს პროკურატურამ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 მაისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა გზის განაპირას გაჩერებულ საპატრულო პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი პატრულ-ინსპექტორი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა