თეგებით ძიება

„თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა ჩემი პატარა სახლის აივნიდან“ - გიორგი კეკელიძე

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ჩანახატს აქვეყნებს.

„თუ რამე მენატრება, მენატრება წვიმის ცქერა სოფელ ზემო სურებში, ჩემი პატარა სახლის ხის აივნიდან.  მაისის მიწურულის დღეებს, ყველაზე მეტად ეს ოდნავი, ნოტიო სიცივე და ბაბუაჩემის ჯემპრი უხდება, ბებია რომ მომაცმევს აგრილებისას, რადგან თბილი ტანსაცმელი ოზურგეთში დამრჩა და ზეგ უნდა გამოატანონ ავტობუსს. ხუთი ზომით დიდი ტანსაცმელი და ხუთი ზომით დიდი ფიქრი, როცა 11 წლის ხარ და წვიმა უცნაურად გაშტერებს. მოდის წვიმა, მთვრალი ორკესტრივით უკრავს სახურავზე, დგება გუბეებად, ეშვება ნიაღვრებად და შენ ფიქრობ რაღაც უცნაურზე და გაუგებარზე. ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის და იქვე რჩება“, - წერს კეკელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა