თეგებით ძიება

„დროა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკა პარაზიტებისგან“ - ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ, პოლიტიკურად უნდა განეიტრალდნენ.

„არა მხოლოდ „ნაცი“, არამედ – ყველა რადიკალი და პოლიტ-დივერსანტი, რომელიც საკუთარი ავადმყოფური ამბიციებისთვის ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, უნდა განეიტრალდეს პოლიტიკურად!

10 წელი ყველას ჰქონდა შანსი პოლიტიკური ცხოვრება ნორმალური, რაციონალური, სახელმწიფო ინტერესებისათვის სუფთა ფურცლიდან დაეწყო, თუმცა, პირიქით, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟისა და ეროვნული ინტერესების ღალატის მეტი არაფერი უკეთებია!

ასე რომ, დროა სრულად გაიწმინდოს პოლიტიკა პარაზიტებისგან –  საზოგადოება ელოდება ამ ძირგამომპალი „კოჰაბიტაციის“ დასასრულს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა