თეგებით ძიება

ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, დაბნეული ვარ... - ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 17 მაისს, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებსა და იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნებისმიერი არაორგანიზებულობა ოპოზიციის მხრიდან, საზოგადოებაში დიდ იმედგაცრუებას იწვევს.

“ოპოზიციამ რა ქნა, კარგად ვერ გავიგე. ერთია, რომ თუ ამ დეპუტატებმა მიიღეს შეგნებული გადაწყვეტილება და ჩათვალეს, რომ საჭირო იყო კონსენსუსი კანდიდატებზე და ამიტომ მისცეს ხმა, მაშინ ეს ერთი საკითხია, თუ გაუგებრობა იყო და თვითონაც არ იციან ვის მისცეს ხმა და რატომ მისცეს, მეორე საკითხია, იმიტომ რომ როდესაც იგივე ევროკავშირი აუცილებლად შეაფასებს ამ პროცესს, გარკვეული სინათლე უნდა იყოს, ხო, ამ ყველაფრის გარშემო… გვინდა, არ გვინდა, ეს ადამიანები, ვიღაცას მოსწონს თუ არ მოსწონს, არიან ოპოზიცია და თუ მათ ეს შეგნებულად გააკეთეს, არ ვიცი, თუმცა ახსნა ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, დაბნეული ვარ მე თვითონ… …

ხელისუფლება გადაეფარა დასანქცირებულ რამდენიმე ადამიანს, პარლამენტმა დაარღვია კონსტიტუცია, რომ არ შექმნეს საგამოძიებო კომისია და საბოლოო ჯამში დააგვირგვინეს იმით, რომ თქვეს რომ არცერთ მათთვის არასასურველ ადამიანს არ დაუჭერდნენ მხარს. ამ ყველაფერს ევროკომისია შეაფასებს და მათი სათქმელია, საბოლოო ჯამში ხედავენ თუ არა ხელსიფულების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს”, – განაცხადა ლომჯარიამ “მთავარი არხის” ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა